понедельник, 14 июня 2010 г.

ქართული მინერალური წყლები

1. პროექტის სახელი – ქართული მინერალური წყლები.
2. პროექტის მოკლე აღწერა – მოსწავლეები იკვლევენ ქართული მინერალური წყლების ისტორიას და მათ მრავალფეროვნებას. აგრეთვე მათ სამკურნალო თვისებებს.
3. პროექტის სრული აღწერა – ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ქართული მინერალური წყლების: "ბორჯომის", "საირმის", "ლიკანის", "ზვარეს" და სხვათა შესახებ.შეისწავლონ მათი აღმოჩენის და შემდგომი განვითარების ისტორია. აგრეთვე მიიღონ ინფორმაცია მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ.
შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნან ფოტოალბომი, აგრეთვე მიღებული შთაბეჭდილებები წარმოადგინონ ჩანახატების სახით.
4. მონაწილეთა ასაკი – 9–10 წ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ:
ვიმუშავებ ჯგუფებში: ჯგუფებს დავალებ ქართული მინერალური წყლების შესახებ გამოქვეყნებული სტატიების მოძიებას. მოვაწყობ ექსკურსიას ბორჯომში, სადაც ბორჯომის პარკში მოსწავლეები ნახავენ ბორჯომის ბუნებრივ წყაროებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები სხვადსახვა მინერალური წყლების შესახებ, ბლოგი, ჩანახატები, ფოტოალბომი.
8. არსებობდეს თავმოყრილი ინფორმაციები ინტერნეტში, რისი საშუალებითაც დამთვალიერებელი მეტ ინფორმაციას მიიღებს ქართული მინერალური წყლების შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბუნებაში, ქართულსა და ხელოვნებაში. ასევე გამოიმუშავებენ უნარ–ჩვევებს საიფორმაციო ტექნოლოგიებში.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
მთვარისა შუბითიძე – 94–ე საჯარო სკოლის პედაგოგი
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mshubitidze94@gmail.com
13. ქართული მინერალური წყლები, პროექტი, მთვარისა შუბითიძე, 94–ე სკოლა